| ორგანიზაცია და სტატუსი |
სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენი" შექმნილია სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი აქციათა პაკეტის ეფექტიანი მართვის, ენერგეტიკული მშენებლობის დარგში აქციონირებისა და პრივატიზაციის განხორციელებისას საწარმოთა პროფილისა და სამშენებლო პოტენციალის შენარჩუნების მიზნით.
სააქციო საზოგადოება “საქჰიდროენერგომშენი”, შემოკლებულად “საქჰიდრო”, მემკვიდრედ ტრესტ “საქჰიდროენერგომშენის”, გაერთიანება, “საქჰიდროენერგომშენის” და ჰოლდინგური კომპანია”ჰიდროენერგომშენი” ბოლო რეგისტრაცია ვაკის რაიონის სასამართლოში, ქ.თბილისი, საქართველო სარეგისტრაციო #5/5-5 26.02.98
|
| ძირითადი საქმიანობა |
სს “საქჰიდროენერგომშენის” ერთერთ განმსაზღვრელ მიმართულებას წარმოადგენს სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა : ჰიდროელექტრო და თბოელექტროსადგურები, გზები, სატრანსპორტო გვირაბები, საწარმო- სამოქალაქო ნაგებობები. სამშენებლო ინდუსტრიის ბუმი საქართველოში დაიწყო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან და გაგრძელდა 80-იანი წლების შუა პერიოდამდე. მისი ძირითადი მახასიათებელი იყო სამშენებლო კონსტრუქციების უნიფიცირება, შენობების ტიპიზაცია და საპროექტო გადაწყვეტილებების მსგავსება. მაგრამ რაც შეეხება ენერგეტიკულ მშენებლობას, ჩვენს ქვეყანაში მან მიაღწია განვითარების დიდ სიმაღლეებს, რაც ადგილობრივი საინჟინრო-ტექნიკური აზრის და მისი მიზანმიმართულად გამოყენების შედეგია, რაშიც თავისმხრივ უდიდესი წვლილი “საქჰიდროენერგომშენსაც” ეკუთვნის, რომლის მიერაც არსებული რეალიებიდან გამომდინარე განხორციელებულია საქართველოში მოქმედი ყველა დიდი და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, ასევე თბოსადგურების მშენებლობა.
|
|
|
| |
| დაარსების თარიღი |
სააქციო საზოგადოება “საქჰიდროენერგომშენი”, დაარსდა 1936წელს, სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილების საფუძველზე. რომელიც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 19 ივნისის კოლეგიის №28.32.732 გადაწყვეტილებით გარდაიქმნა ჰოლდინგურ კომპანიად, ხოლო 1998 წლის 29 იანვრის №1-3/64 ბრძანებით დაფუძნდა როგორც სააქციო საზოგადოება.
|
| სტრუქტურა აპარატი |
|
სს. „საქჰიდროენერგომშენი“ დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინრებითა და მუშახელით, გააჩნია ბაზები და სათანადო “სამუშაო გამოცდილება – რეფერენსი”, რომელიც დროთა განმავლობაში უახლოვდება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. სამომავლოდ კომპანია აპირებს განაგრძოს ძირეული შემადგენელი კომპონენტების სრულყოფა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებაში და ამავე დროს ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება ხარისხზე.
vasil@sakhydro.ge გენერალური დირექტორი ვასილ ჯანჯღავა საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 25-09-59 / 25-34-06
info@sakhydro.ge
|
| იურიდიული მისამართი |
საქართველო თბილისი 0179 ჭავჭავაძის გამზ.50 ტელ./ფაქსი: +99532/250959; 253406 info@sakhydro.ge
|
|
|
სიახლეები | |
|
|